25 აპრილი 2024,   05:46
ვრცლად
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. სანქციები იარაღზე ემბარგოსა და ოთხი ფიზიკური პირის წინააღმდეგ სავიზო და ფინანსურ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ერთი ბიზნესმენისა და ერთი ჟურნალისტის გაუჩინარების შემდეგ, 2004 წელს დააწესა.

სანქციები 2021 წლის 28 თებერვლამდე შენარჩუნდება.

დღის ამბები