25 აპრილი 2024,   18:34
ვრცლად
ყარაჯალარში ნაპოვნი დამწვარი პირის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია

ყარაჯალარის ტყეში დამწვარ მანქანაში ნაპოვნი გარდაცვლილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ასევე უცნობია გამოძიების დეტალებიც, სავარაუდო დამნაშავე პოლიციას ჯერ არ დაუკავებია.

გარდაცვლილი სავარაუდოდ ტაქსის მძღოლი იყო. ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს. დანაშაულის მოტივი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით აწარმოებს.

 

დღის ამბები