20 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა

პარლამენტთან ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, რათა მოძრაობა არ შეფერხებულიყო.

აღნიშნულ ფაქტს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის კამათი მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ  შენობის შესასვლელის დაბლოკვა დაუშვებელია.

 თავის მხრივ აქციის მონაწილეებმა სამართლდამცველებს "მონები" უწოდეს.

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები