25 აპრილი 2024,   13:28
ვრცლად
ერთ მომიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და რამდენიმე პოლიციელი - მამუკა მდინარაძე

"ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და რამდენიმე პოლიციელი მოდის, ამ ფონზე უნდათ შექმნა ილუზიის, რომ საზოგადოება რაღაცას აპროტესტებს,"- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტთან ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად წარდგენის გამო გამართულ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა. 

"გარეთ როდესაც მართავენ აქციებს, სადაც თავადვე კადრებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ თითქოს თავებს ითვლის სადღაც ვიღაც, მართლაც, ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და რამდენიმე პოლიციელი მოდის, ამ ფონზე უნდათ შექმნა ილუზიის, რომ საზოგადოება რაღაცას აპროტესტებს. საზოგადოება პასუხს მოსთხოვს როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ირაკლი შოთაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია გენერალურ პროკურორად მის დანიშვნას სწორედ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამო ეწინააღმდეგება.

"კონკრეტულად, წინა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეა ყველაზე რეზონანსული, რომელიც გასამართლდა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და რომელთან დაკავშირებითაც, სტრასბურგის სასამართლომ გასცა შესაბამისი რეკომენდაციები. მეორე, მაგალითად, გელაშვილის საქმე - სწორედ ამ საქმეებს ვერ პატიობენ ნაცმოძრაობის და მათი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები ირაკლი შოთაძეს. ირაკლი შოთაძეა ადამიანი, რომლის გენერალურ პროკურორობასაც აპროტესტებს ის ხალხი, რომლების არჩეულ და დანიშნულ გენპროკურორს, არც კი ვკადრებ შევადარო ირაკლი შოთაძე,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები