07 ივნისი 2020,   06:16
ვრცლად
ადრე 200 ნაცი იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა ვერ გავიგე - ირაკლი კობახიძე

"ადრე 200 ნაცი იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა ვერ გავიგე. ეს თავებიც მიანიშნებს იმაზე, რომ არავითარი კრიზისი არ არის,"-  განაცხადა უმრავლესობის წევრმა  ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. 

კობახიძემ გენერალური პროკურორის კანდიდატთან, ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ხაზი მის პროფესიონალიზმს გაუსვა.

"ადრე 200 ნაცი იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა ვერ გავიგე. ეს თავებიც მიანიშნებს იმაზე, რომ არავითარი კრიზისი არ არის. "ნაცმოძრაობას" უნდა, რამენაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტილით ცდილობენ ამის გაკეთებას, თუმცა რესურსი, როგორც ხედავთ, არანაირი არ აქვთ. რაც შეეხება კანდიდატურის დამტკიცებას, გადაწყვეტილება მიიღება საერთო სურათის გათვალისწინებით. ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი, მან თავის დროზე გადადგა ღირსეული ნაბიჯი, აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გენერალური პროკურორის პოზიციაზე დაბრუნდეს,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები