23 აპრილი 2024,   21:17
ვრცლად
ხმაური დედოფლისწყაროში - "ფრონტერას" ყოფილი თანმამშრომლები კომპანიას ტერიტორიიდან ნავთობის გატანის საშუალებას არ აძლევენ

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დედოფლისწყაროში, კომპანია "ფრონტერასთან" დილიდან ხმაურია.

მათივე ცნობით, ე.წ. ნავთობშემკრების ტერიტორიაზე "ფრონტერას" უკვე ყოფილი თანამშრომლები იმყოფებიან და საგანგებოდ ტერიტორიიდან გასატანად გამზადებული ცისტერნების ნავთობით დატუმბვას ეწინააღმდეგებიან.

"ადგილზე თბილისიდან დღეს დილიდან სამი ტრაილერი ჩაიყვანეს, თანამშრომლები ამბობენ, რომ მოპოვებული ნავთობის ნაშთის გატანის საშუალებას კომპანიას მანამდე არ მისცემენ, სანამ 11 თვის სახელფასო დავალიანებას არ გაისტუმრებს. კიდევ ერთი მოთხოვნა სამსახურიდან ხელფასის მოთხოვნის გამო გათავისუფლებული 84 თანამშრომლის აღდგენაა.

ადგილზე იმყოფებიან და პროტესტს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 აქციის მონაწილეთა თქმით, კომპანიას მოპოვებული ნავთობის გატანის საშუალებას მოთხოვნების შესრულებამდე არ მისცემენ.

 

დღის ამბები