"საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ" - აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველოს, მოსარჩელე მხარისთვის არამატერიალური ზიანის მიყენების გამო, 25.000 ევროს გადახდა დააკისრა.
საქმე ეხება 2003 წლის 22 ნოემბერს მომხდარ შემთხვევას, როდესაც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ე.წ. ბეტეერი საწინააღმდეგო მხრიდან მოძრავ "ბმვ" მარკის ავტომობილს შეეჯახა, შემთხვევის დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, აღნიშნულ საქმეზე ჯავშანტრანსპორტიორის მძღოლის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა, ის გარკვეული დროით სამსახურიდან გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ისევ აღადგინეს დაკავებულ თანამდებობაზე.
დაზარალებული მხარე საქმის სრულყოფილ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას დღემდე უშედეგოდ ითხოვს. დაზარალებულმა მარიამ საყვარელიძემ სტრასბურგის სასამართლოს 2010 წელს მიმართა.