25 აპრილი 2024,   21:05
ვრცლად
საშინელი ავარია ლეგენდარული NASCAR-ის თასის რბოლაზე - 42 წლის ნიუმანი უმძიმეს მდგომარეობაშია

ლეგენდარული NASCAR-ის თასის 2020 წლის სერიის სეზონის სტარტი საშინელმა ავარიამ დაჩრდილა. ფორდის პილოტი რაიან ნიუმანი ლიდერობისთვის იბრძოდა, ერთ-ერთ მოსახვევში ფორდის მრბოლელი ჯერ მოსრიალდა, შემდგომ კი მისი ბოლიდი რამდენჯერმე ამოტრიალდა, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და სხვა ბოლიდებსაც შეეჯახა, შედეგად 42 წლის ნიუმანი უმძიმეს მდგომარეობაში დაიტონას ტრეკთან ახლოს მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.

სეზონის პირველი რბოლა კვირას უნდა დასრულებულიყო, თუმცა წვიმის გამო ორჯერ შეწყვეტის შემდეგ გადაიდო. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 62 წლის მანძილზე, როდესაც რბოლა კვირას არ დასრულდა.

დღის ამბები