07 ივნისი 2020,   06:20
ვრცლად
კონგრესმენების წერილების პასუხად, მივესალმებით ამერიკულ ინვესიტიციებს, საკუთრების უფლება ქვეყანაში დაცულია - თალაკვაძე

"ინვესტიციები და საკუთრების უფლება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად დაცულია," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარადგინისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი სტრატეგიულ პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

"ჩვენ მივესალმებით ამ წერილების პასუხად, ამერიკულ და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში. ინვესტიციები და საკუთრების უფლება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად დაცულია. გასული წლის ნოემბრის შემდეგ, როცა სამწუხაროდ ჩვენმა თანაგუნდელებმა, ვინც პასუხისმგებელი იყვნენ საგარეო ურთიერთობებზე, დატოვეს უმრავლესობა და მართლაც იყო შეფერხება კომუნიკაციაში. დღეს უკვე კომუნიკაცია აქტიურია და არჩევნებამდე ჩვენ პარტნიორებს მივაწვდით ინფორმაციას თითოეულ საკითხზე," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები