25 აპრილი 2024,   17:57
ვრცლად
ყველაზე შესაფერისი რაც შეიძლება პარლამენტში გაჟღერდეს, ეს საბჭოთა ჰიმნია - ნადირაშვილი

"ნებისმიერი სისტემით ბიძინა ივანიშვილს დავამარცხებთ," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

ნადირაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ოპოზიციისთვის ხელის გადაგრეხვას ცდილობს.

"ცდილობენ, რომ ხელი გადაგვიგრიხონ და ასე მიაღწიონ წარმატებას. მივიჩნევთ, რომ ყველაზე შესაფერისი, რაც შეიძლება ამ დროს დარბაზში გაჟღერებულიყო, ეს იყო საბჭოთა ჰიმნი. პასუხს ამ ყველაფერზე, ამ უტიფრობაზე მიიღებენ არჩევნებში და ჩვენ ნებისმიერ სისტემით  ბიძინა ივანიშვილს დავამარცხებთ," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ევროპული საქართველოს ლიდერის ელენე ხოშტარიას შეფასებით, მმართველი გუნდის სიმბოლო საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირია.

"დემოკრატია გამოიყურება კამათით, ბევრ თუნდაც მწვავე კრიტიკით, მაგრამ არა ასე - როდესაც ნახევრად ცარიელ დარბაზში არჩილ თალაკვაძე გამოდის და ასე საუბრობს. ერთადერთი, რისი სიმბოლოც ეს ყველაფერია, ესაა საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარალამენტის პლენარული სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენებით გაიხნა.  მაშინ, როცა არჩილ თალაკვაძე ყოველწლიური ანგარიშის დროს, ოპოზიციაზე საუბრობდა, ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ ჰიმნი ჩართო. სხდომა მალევე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მანდასურის სამსახურმა სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს.

დღის ამბები