20 აპრილი 2024,   00:08
ვრცლად
ვალერი გელაშვილი კვლავ პარლამენტის წევრი გახდა

ვალერი გელაშვილი "ქართული ოცნების" კვოტით საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. დადგენილების პროექტს პარლამენტმა უყარა კენჭი და 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ  გადაწყვეტილება მიიღო.

მან ამ თანამდებობაზე კარლო კოპალიანი შეცვალა, რომელიც ახლა ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერია.

საქართველოს კანონმდებლობით, მას უნივერსიტეტში თანამდებობის დაკავების შემდეგ აღარ შეეძლო დეპუტატად დარჩენა.

დღის ამბები