19 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
82 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე დაამტკიცა

პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა.

გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. ირაკლი შოთაძის დამტკიცებას 82 -მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, არც ერთის წინააღმდეგ. 

გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ერთი კანდიდატურა, ირაკლი შოთაძე იყო წარდგენილი. 

ირაკლი შოთაძე თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს.

დღის ამბები