16 აპრილი 2024,   23:42
ვრცლად
საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულები ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნას აპროტესტებენ

საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულები ირაკლი შოთაძის კვლავ საქართველოს გენერალურ პროკურორად დანიშვნას აპროტესტებდნენ.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ მოპარულ და გაფლანგულ, დაახლოებით, 75 მილიონ ლარზე, დანაშაულის მონაწილე ირაკლი შოთაძე აღარ უნდა დაუბრუნდეს ძველ თანამდებობას.

"75 მილიონი ლარია გაფლანგული ამ კრიმინალური პროცესის შედეგად, დაზარალდა 345 ადამიანი და ათეულობით ადამიანი ფიზიკურად შეეწირა ამ პროცესს. მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ დღევანდელი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის შესახებაც, იმიტომ, რომ ეს ადამიანი იძიებდა საფინანსო კომპანია „საქართველოს“ საქმეს,"- განაცხადა "ტრიბუნას" ლიდერმა მიხეილ ქავთარაძემ.

პრესკონფერენციაზე ისაუბრა ერთ-ერთმა დაზარალებულმაც.

"ბატონ შოთაძეს კითხვა მინდა ასეთი დავუსვა: როდესაც ეროვნულმა ბანკმა 2012 წლიდან რამდენჯერმე მოგმართათ ფინანსურ პოლიციას და პროკურატურას და დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეთ, კომპანია საქართველოში, ბატონო გვენეტაძევ, მაშინ სამ თვეში რა დანაშაულის ნიშნები აღმოაჩინეთ ისეთი, რომ კომპანია ხისტად გააჩერეთ და 2300 ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეთ,"- განაცხადა დაზარალებულმა ლიკა ლომთათიძემ.

დღის ამბები