19 აპრილი 2024,   01:39
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთით პრორუსულმა ძალებმა უკრაინელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი

უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებას დონბასში ვითარების ესკალაციაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ე. წ დაშორიშორების ხაზის გადაკვეთა სცადეს და უკრაინელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ერთი სამხედრო, არიან დაჭრილებიც.

უკრაინის პრეზიდენტმა მომხდარს ოკუპანტების მიერ მოწყობილი პროვოკაცია უწოდა, რომელიც სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ემსახურება.

დონბასში საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და სამხედრო ძალის გაყვანის შესახებ შეთანხმება გასულ წელს გერმანიაში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრისას გაფორმდა. 

დღის ამბები