19 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
მკვლელობა სამტრედიაში - ყოფილ ცოლ-ქმარს განქორწინების აქტზე ხელი სხვადასვა ქალაქში უნდა მოეწერათ

სამტრედიაში მოკლული 26 წლის ქალის ბებიის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის მამაკაცი მეუღლეზე სისტემატიურად ძალადობდა. მისივე თქმით, ცოლ-ქმარი განქორწინებაზე შეთანხმდა და პროცედურის ჩასატარებლად,  სხვადასხვა ქალაქში, გოგო სამტრედიაში, ხოლო მისი ყოფილი მეუღლე ბათუმში უნდა მისულიყო.

გარდაცვლილის ნათესავების თქმით, შეთანხმების მიუხედავად, განქორწინების აქტის გასაფორმებლად მისულ ახალგაზრდა ქალს, ყოფილი ქმარი სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მომსახურების სააგენტოს დარბაზში  დახვდა,  თავს დაესხა და დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 27 წლის მამაკაცმა მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე სასიკვდილო ჭრილობები ახალგაზრდას დანით მიაყენა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოღებულია და ბრალდებული დაკავებული. 

შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: დავით ცაგარელი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები