20 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
მკვლელობა სამტრედიის იუსტიციის სახლში - ქალის ცხედარი სახლში გადაასვენეს, ქმარს ბრალს დღეს წარუდგენენ

მეუღლის მიერ მოკლული სალომე ბოხუას ცხედარი გვიან ღამით ქუთაისიდან სამტრედიაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. გიგა აბრალავას კი რომელმაც საკუთარი ცოლი, 26 წლის ქალი სამტრედიაში, იუსტიციის სახლში რამდენიმე ათეული ადამიანის თვალწინ მოკლა დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. შეთანხმების მიხედვით, განქორწინების აქტზე მეუღლეებს ხელი დისტანციურად, სხვადასხვა ქალაქში უნდა მოეწერათ. თუმცა აბრალავას, როგორც აღმოჩნდა - სხვა გეგმები ჰქონდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები