24 აპრილი 2024,   10:05
ვრცლად
სოფელ ყარაჯალარში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი თავს დამნაშავედ არ ცნობს - ადვოკატი

სოფელ ყარაჯალარში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებას, სავარაუდოდ, სასამართლო დღეს განსაზღვრავს. 23 წლის პირს განზრახ მკვლელობას ედავებიან, თუმცა დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"მოკლა და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა, თუმცა ამ ეტაპზე, საერთოდ თავს დამნაშავედ არ ცნობს," - აცხადებს ადვოკატი, ნიკა გუჯაბიძე და ამბობს, რომ მომხდარ ფაქტს მისი ინფორმაციით, თვითმხილველი არ ჰყავს. 

ბრალდებულმა, სავარაუდოდ, გაძარცვის მიზნით, ტაქსის მძღოლი თბილისიდან სოფელ ყარაჯალარში ჩაიყვანა, ჯერ დაჭრა, შემდეგ გაქურდა და კვალის დაფარვის მიზნით, მანქანას მძღოლთან ერთად ცეცხლი წაუკიდა. "კურიერის" კამერამ ექსკლუზიურად დააფიქსირა მკვლელობის, სავარაუდო მოწმე, რომელიც გუშინ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა.

დღის ამბები