23 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
ხანძარი თბილისში - ქვემო ალექსეევკის დასახლებაში ცეცხლი სამედიცინო ნარჩენების გადასამუშავებელ საამქროს გაუჩნდა

ხანძარი თბილისში - ქვემო ალექსეევკის დასახლებაში ცეცხლი სამედიცინო ნარჩენების გადასამუშავებელ საამქროს გაუჩნდა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა ტექნიკა და ათას კვადრატულ მეტრამდე საწყობის ფართი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვაა. ზარალი დაახლოებით 150 ათას ევროს შეადგენს.

მფლობელის თქმით, საამქრო დაზღვეული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მათ ხანძრის ლოკალიზება მალევე მოახერხეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

"საწარმო 9 საათის მერე გაჩერებული იყო. გაგვაღვიძეს ტელეფონის ზარით, გვყავს მორიგე მენეჯერი. გვითხრა რომ ხანძარია. სავარაუდოდ, ვფიქრობთ, რომ მოკლე ჩართვაა, მაგრამ ალბათ გამოძიება დაადგენს. დამწვარია საწარმოს ძვირადღირებული ტექნიკა, დაახლოებით 150 ათასი ევროს ღირებულების," - განაცხადა შპს "მედიქას სფორთ ენდ ტექნოლოჯის" მფლობელმა, ლევან მჭედლიშვილმა.

 

დღის ამბები