25 აპრილი 2024,   06:09
ვრცლად
დანაშაულებრივი დაჯგუფება თურქეთში ძვირადღირებული მანქანების მოპარვასა და მის საქართველოში გადაყვანაზე მუშაობს - თურქული მედია  

მასშტაბური დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც თურქეთში ძვირადღირებული მანქანების მოპარვითა და მის საქართველოში გადაყვანაზე მუშაობს - სტატიას ამის შესახებ თურქული მედია აქვეყნებს. პუბლიკაციაში მოყვანილია კონკრეტული მაგალითი, თუ როგორ იპოვეს ინტერპოლის მეშვეობით 2016 წელს სტამბულში მოპარული ავტომანქანა, 2020 წელს ბათუმში და რა პროცედურები დასჭირდა სადაზღვევო კომპანიას მის უკან დასაბრუნებლად.

სტატიას თან ერთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოქმიც, სადაც განმარტებულია, რომ თურქეთის მოქალაქე, რომლიც მანქანას მართავდა სარფის საზღვარზე შემოსვლისთანავე დააკავეს, მანქანა კი მთელი 4 წელი პოლიციის განყოფილების ეზოში იდგა. პუბლიკაციის მიხედვით, ანალოგიური დანაშაულებირვი სქემით თურქეთში მოპარული და საქართველოში გადმოყვანილია დაახლოებით 40 მილიონი ლირის ღირებულების ავტომანქანები.

დღის ამბები