19 აპრილი 2024,   05:13
ვრცლად
მართვის მოწმობის აღების ასაკი შესაძლოა შეიცვალოს - პარლამენტში დღეს რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს კანონმდებლები რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ - მათ შორის არის ცვლილება შშმ პირთა უფლებების შესახებ.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რათა საქართველოში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა თავი შედარებით კომფორტულად იგრძნონ.  

დღესვე დეპუტატები განიხილავენ სიახლეს, რომლის მიხედვითაც ავტომობილის მართვის მოწმობის მიღება არა 17, არამედ უკვე მხოლოდ 18 წლიდან იქნება შესაძლებელი. 

"ასევე იქნება კომიტეტების 2019 წლის ანგარიშები, სადაც კომიტეტები და მათი წარმომადგენლები მოახსენებენ საზოგადოებას სავარაუდო გეგმის შესახებ," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. 

 

დღის ამბები