24 აპრილი 2024,   20:09
ვრცლად
ლომბარდის ძარცვის მცდელობა ზუგდიდში - დაკავებულია სამი ადამიანი  

ზუგდიდში ძარცვის მცდელობისას სამი ადამიანი დააკავეს. როგორც "კურიერთან" ლომბარდის მეპატრონე ყვება, მათთან მძარცველები შევიდნენ და ძვირად ღირებული ტელეფონის წაღება მოითხოვეს, რისი საშუალებაც მეპატრონეებმა არ მისცეს.

მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ადგილზე ერთი, მოგვიანებით კი ორი ადამიანი დააკავეს.

გაქცევის მცდელობისას ერთ-ერთმა მანქანით ქალბატონს ფეხზე გადაუარა. მომხდარზე გამოძიება ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები