19 აპრილი 2024,   19:03
ვრცლად
დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის მცდელობის ფაქტი "სარფის" საბაჟოზე - დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე

სამართალდამცველებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. 1995 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფში" დააკავეს. 

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 1702 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება "მდმა", "პრეგაბალინის" შემცველი ფსიქოტროპული საშუალება"ლირიკის" 490 კაფსულა, 72 გრამი "ამფეტამინი" და 237 გრამი გამომშრალი "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობსმ," - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები