20 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური წარადგინა

გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური წარადგინა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

"მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო,რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს. ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა

გახარიას თქმით, გომელაური ამ ფუნქციას შს მინისტრის თანამდებობასთან შეთავსებით შეასრულებს.

დღის ამბები