დედაქალაქის მერის თქმით, სამშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული 2500 ოჯახის პრობლემის მოსაგვარებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. კალაძის განცხადებით, იმ მისამართებზე, რომელზეც სამშენებლო კომპანია სვეტის დაუმთავრებელი მშენებლობები იყო, პროექტები შეთანხმდა. უახლოეს მომავალში სამშენებლო კომპანია "M2"-ზე გაიცემა სამშენებლო ნებართვები და მარტის დასაწყისში შესაძლებელი იქნება სამუშაოების დაწყება:
"ყველა მისამართზე პროექტები არის შეთანხმებული, შესაბამისად შესაძლებელი იქნება სამშენებლო ნებართვების გაცემა და მარტის დასაწყისში შესაძლებელი იქნება სამუშაოების დაწყება ანუ მშენებლობის გაგრძელება," - განაცხადა კალაძემ. თბილისი მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა მუშაობს კომპანია ცენტრ პოინტის და ოლიმპიური ვარსკვლავის მიერ დაზარალებული პირების პრობლემის მოგვარებაზეც. კალაძის ინფორმაციით თბილისში 170-ზე მეტი დაუმთავრებელი შენობაა.