16 აპრილი 2024,   18:29
ვრცლად
სამტრედიაში მოკლული ქალის ნათესავებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ

სამტრედიაში ცოლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი გაიმართება. დანაშაული სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მოხდა.

გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, იუსტიციის სახლის სერვისების განვითარების სააგენტოს სამტრედიის ფილიალში მუშაობა დღეს დილიდან განახლდა, თუმცა თანამშრომლებს უჭირთ და არც სურთ მომხდარ დანაშაულზე საუბარი.

"კურიერი" დღეს მოკლული ქალის ოჯახში იმყოფებოდა.

მოკლული ქალის ოჯახის წევრები და ახლობლები კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებულის ოჯახის ვერსიას, რომ ცოლი ქმარს ღალატობდა.

"ბოლო დროს ამბობდა, რომ ძალადობდაო. არანაირი ღალატი არ ყოფილა. ახლა რას არ იტყვიან. ძალიან კარგი გოგო იყო. ახლა ამას, რომ ვამბობ მეც კი მეშინია ზიანი არ მომაყენოს," - განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა თამარ გელაძემ.

ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მას 13-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები