25 აპრილი 2024,   02:05
ვრცლად
გია ვოლსკი ამბობს, რომ "გირჩთან" შეხვედრა ორმხრივი სურვილი იყო და მოლაპარაკებები "სოციალ დემოკრატებთანაც" იგეგმება

მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე აღარ ჯდება, "ქართულმა ოცნებამ" პარტიებთან ინდივიდუალური დიალოგი დაიწყო. ცნობილი ხდება, რომ უმრავლესობა უკვე შეხვდა რამდენიმე პოლიტიკურ ძალას. 

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე აღნიშნა, რომ უმრავლესობას მოლაპარაკებებზე უარის თქმის უფლება არ აქვს.

ვოლსკის განცხადებით, როდესაც დიალოგი არ სურს ერთ პარტიას, შესაძლოა სურდეს სხვას. მანვე აღნიშნა,  რომ ოპოზიციური პარტიები ვალდებული არიან დასხდნენ და მოილაპარაკონ.

"უმრავლესობას რა უფლება აქვს, რომ ვინმეს უარი უთხრას მოლაპარაკებაზე, ან რა უფლება აქვს, მხოლოდ თავის ფორმატში ჩაიკეტოს?! როდესაც საუბარი არ სურს ერთს, შეიძლება სურდეს - სხვას. არ მგონია, რომ პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებულად უნდა ეპყრობოდეს ნებისმიერი პარტია, სახელისუფლებო იქნება ის, თუ არა.

მისი ინფორმაციით, გარკვეული ტიპის შეხვედრა პარტია „გირჩთან“ უკვე შედგა და ასევე, იგეგმება პარტია „სოციალ-დემოკრატებთან“ შეხვედრაც. ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები საზოგადოების დაკვეთის შესრულებას ნიშნავს.

"გირჩთან" შეხვედრა ორმხრივი სურვილი იყო. აქ საზოგადოებაა მთავარი, რომელიც გარკვეულ პარტიებს მხარს უჭერს. სწორედ ამიტომ, ეს პარტიები ვალდებული არიან, დასხდნენ და მოილაპარაკონ. ამასთან, არსებობს უპასუხისმგებლო ძალებიც, რაზეც არ მაქვს საუბარი. პოლიტიკურ პარტიათა შორის საუბარი ნიშნავს საზოგადოების დაკვეთის შესრულებას, იმ საზოგადოების, რომელიც ამ პარტიებს უჭერს მხარს. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები