20 აპრილი 2024,   03:47
ვრცლად
ყველა რესურსი უნდა იყოს გამოყენებული უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად - გია ჟორჟოლიანი

"სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის" თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელების მომხრეა. ჟორჟოლიანის თქმით, მეტად პროპორციული, წარმომადგენლობითი და ინკლუზიური საარჩევნო სისტემის მისაღებად ყველა რესურსი უნდა იქნას გამოყენებული. 

"მივესალმებით გადაწყვეტილებას, რომ ამ დეპუტატებთან "ქართულმა ოცნებამ" აწარმოოს დიალოგი და არა მხოლოდ ამათთან, შეიძლება პარლამენტს გარეთაც. ყველა რესურსი უნდა იქნას გამოყენებული უფრო მეტად პროპორციული, წარმომადგენლობითი და ინკლუზიური საარჩევნო სისტემის მისაღებად. ცხადია, ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვიწონებთ იმ ნაბიჯებს, რომელიც იქნა გადადგმული "ქართული ოცნების" მიერ თუნდაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მთლიანად ამ პროცესს უკიდურესად დამაზიანებლად მივიჩნევთ, მაგრამ ამას ვერ გადავაყოლებთ ქვეყნის ბედს," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები