23 აპრილი 2024,   21:00
ვრცლად
კორონავირუსის დაავადებისგან 15 ათასამდე პაციენტი განიკურნა

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 ათას 12-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, 24:00 საათში ვირუსით 149 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 75 ათასზე მეტი ადამიანი. თუმცა პოზიტიურია ვირუსით გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. დაავადებისგან უკვე 15 ათასამდე პაციენტი განიკურნა.

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამხრეთ კორეაში. იაპონიაში კი ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 613-ს მიაღწია. მათი ძირითადი ნაწილი პორტში გაჩერებულ საკრუიზო გემზე გამოვლინდა. ლაინერზე ორკვირიანი კარანტინი უკვე დასრულდა. რამდენიმე ქვეყანამ გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განახორციელა. ჩრდილოეთ კორეის შემდეგ ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას დროებით აუკრძალავს რუსეთი.

კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 28 ქვეყანაში ფიქსირდება.

 

 

დღის ამბები