25 აპრილი 2024,   10:20
ვრცლად
ცალ-ცალკე მოლაპარაკებას შედეგი არ აქვს, ივანიშვილი და მისი ამფსონები ცნობილი გადამგდებები არიან - გიორგი გუგავა

გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან კონსესუსის საკითხები ოპოზიციამ ერთმანეთთან უნდა შეათანხმოს, ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ ცალკეული ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

"შექმნილია ერთიანი ოპოზიციური ფრონტი. აქ თანხმდება საკითხები და კონსესუსით მიღებული გადაწყვეტილებები. კონსესუსით მიღებული მთავარი სტრატეგიული ხაზი ხორციელდება ოპოზიციის მიერ. ამიტომ, ცალ-ცალკე მოლაპარაკებას არანაირი შედეგი არ აქვს. როგორც ცნობილია, ივანიშვილი და მისი ამფსონები არიან ცნობილი გადამგდებები, მსოფლიო მასშტაბით,"- განაცხადა გიორგი გუგავამ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან აღარ ჯდება, "ოცნებამ" პარტიებთან ინდივიდუალური დიალოგი დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა.

"გირჩში" ადასტურებენ, რომ საარჩევნო სისტემასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ.

უმრავლესობასთან ინდივიდუალურ დიალოგს არ ადასტურებს პარტიების ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლელო" და ლეიბორისტები. 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები