20 აპრილი 2024,   01:28
ვრცლად
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2,118 მიაღწია

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2,118-ს მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ინფიცირების ყველაზე ცოტა რაოდენობა - 394 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 74 ათასს გადააჭარბა. კორონავირუსით 2 ადამიანი დაიღუპა ირანში.

2 მოხუცი გარდაიცვალა იაპონიაში გაჩერებულ საკრუიზო გემზეც. პნევმონიის გამომწვევი ვირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 27 ქვეყანაში ფიქსირდება.

დღის ამბები