25 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ტარიელ კაკაბაძის შეფასებით, ბრალდება არის სამართლებრივად არასწორი და გაუმართავი. ადვოკატის თქმით, ამ დრომდე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდების მხარის ვერსია, მოცემულ საქმეზე აბსულუტურად ეწინააღმდეგება იმ რეალობას და ჭეშმარიტებას, რასაც სინამდვილეში ადგილი ჰქონდა. 

საქმეში არსებული მტკიცებულებები ნამდვილად არ ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. მას აქვს მიყენებული დაზიანებები ფეხის, ხელის და თვის არეში. მიყენებული დაზიანებებისგან, მთლიანად შეცვლილი აქვს სახე,"- აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

დღის ამბები