"ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული ახლოვდება და მერაბიშვილი აპირებს, რომ ამ საქმეში წვლილი შეიტანოს," - ამის შესახებ "ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსმა ანალიტიკოსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა.
"7 წელია არ მინახავს, ის ჩემი ახლო მეგობარია და უბრალოდ მინდა რომ ვნახო, მივულოცო, მოვიკითხო და შემდეგ პოლიტიკაზე საუბრის დროც გვექნება," - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
ვანო მერაბიშვილთან სახლში ამ წუთებში რამდენიმე თანაგუნდელი იმყოფება.
ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.