18 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
ჩემთვის მიუღებელია სიტყვა "დამხობა" - მამუკა ხაზარაძე ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს

"ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობის გზით და რევოლუციური გზით შეცვლა" - ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ ვანო მერაბიშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. 

"ნებისმიერი ადამიანის თავისუფლებაზე ყოფნას მივესალმები, რომელიც მოიხდის სასჯელს. რაც შეეხება განცხადებას, ჩემთვის პირადად მიუღებელია სიტყვა "დამხობა." ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობის გზით და რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის. ჩვენ მსგავს თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად, არც არაფერი შეხვედრა არ იყო და არც იგეგმება,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ყოფილა შს და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ციხე დღეს დატოვა. 

დღის ამბები