19 აპრილი 2024,   11:09
ვრცლად
სამტრედიაში ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სამტრედიაში ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ გიგა აბრალავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა გამოიტანა.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები პატიმრობის შეფარდებისთვის საკმარისი იყო.

პატიმრობას მოითხოვდა ბრალდების მხარე. პროკურორ დავით ცირეკიძის თქმით, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნები.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, თუმცა არ იზიარებენ ვარაუდს მოწმეებზე ზეგავლენის, მტკიცებულებების განადგურების და ქვეყნის დატოვების შესახებ, რადგან დაკავებულს განზრახული ჰქონდა პოლიციას თავად ჩაბარებოდა.

წარდგენილ ბრალს სრულად ეთანხმება თავად დაკავებული გიგა აბრალავა.

მომდევნო პროცესი 8 აპრილს გაიმართება. დაკავებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ.

დღის ამბები