25 აპრილი 2024,   17:18
ვრცლად
ჯულიან ასანჟის სკანდალური განცხადება - WikiLeaks-ის დამფუძნებლის თქმით, ტრამპი მას შეწყალებას სთავაზობდა

ჯულიან ასანჟის სკანდალური განცხადება - WikiLeaks-ის დამფუძნებლის თქმით, ტრამპი მას შეწყალებას სთავაზობდა. სანაცვლოდ კი უნდა ეთქვა, რომ რუსეთს დემოკრატების სერვერების გატეხვასთან კავშირი არ აქვს.

ამავე ცნობით, შუამავალი ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი დანა რორაბახერი იყო, რომელიც 2017 წლის აგვისტოში ასანჟს ეკვადორის საელჩოში შეხვდა. თეთრ სახლში ინფორმაციას უარყოფენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს გამოძიება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რომელშიც WikiLeaks და ასანჟიც ფიგურირებენ. არსებობს ეჭვები ასანჟის კრემლთან კავშირების შესახებ. 

 



დღის ამბები