საზარელი მკვლელობა ავსტრალიაში - ყოფილმა მორაგბემ ცოლი და სამი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
წინასწარი ინფორმაციით, როუან ბექსტერმა მანქანას, რომელშიც მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მკვლელობის მოტივი უცნობია. მომხდარზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება.