მაიკლ ბლუმბერგმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებში ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა პირველად მიიღო მონაწილეობა.
მაიკლ ბლუმბერგის გამოჩენას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპონენტებმა მას ქალთა მიმართ დისკრიმინაციასა და მერობისას ნიუ-იორკში მანკიერი საპოლიციო პრაქტიკის დანერგვაში დასდეს ბრალი.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით კი "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ბერნი სანდერსი ლიდერობს.
დებატებს დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა, რომელმაც "ტვიტერში" დემოკრატიული პარტიის საქმიანობა გააკრიტიკა.
"რესპუბლიკური პარტია ამერიკელი მუშის, ამერიკული ოჯახისა და ამერიკული ოცნების პარტიაა,"- დაწერა ტრამპმა.