ქართული დელეგაცია ბელარუსში იმყოფება. მინსკში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველო - ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საუბარი იყო ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობაზე.
ნათია თურნავას განცხადებით, ერთობლივი ძალისხმევით საქართველო და ბელარუსი მომავალში არაერთი პროექტის განხორციელებას შეძლებენ, მათ შორის გააძლიერებენ პარტნიორულ კავშირებს მხარეებს შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს შორის, რაც კარგი შესაძლებლობაა ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით.