9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სროლას გერმანიაში. შემთხვევა ქალაქ ჰანაუში მოხდა. შეირაღებულმა პირმა ცეცხლი ქალაქის ცენრალურ ნაწილში გახსნა. ინციდენტის დროს დაშავდა 5 ადამიანი.
თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. ტერიტორიაზე პოლიციის ვეტმფრენი და სამართალდამცველები პატრულირებდნენ.
ეჭვმიტანილი თითქმის შვიდსაათიანი ძებნის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ბინაში აღმოჩენილია კიდევ ერთი ცხედარი. თავდასხმის მოტივი უცნობია. თუმცა, ნაპოვნია ვიდეომიმართვა, რომელშიც თავდამხმელი მემარჯვენე ექსტრემისტულ მოსაზრებებს აჟღერებს.