"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი "მის ბიზნეს პარტნიორს", აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მიყიდა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ქართველებისთვის დაბრუნება.
"სანამ ჩვენი ქვეყანა ჩაძირულია ურთულეს სახელმწიფოებრივ კრიზისში, ოლიგარქმა ალიევის რეჟიმს, მილიარდიან გარიგებებსა და ქვემო ქართლის საარჩევნო ხმებში, საბოოლოდ გადაუფორმა უდიდესი ქართულ-ქრისტიანული სიწმინდე დავით გარეჯი.
ხელისუფლების შეცვლისთანავე, რაც რამდენიმე თვეში მოხდება, ყველა შეთანხმება, რაც ამ საკითზე შეიძლება ყოფილიყო მიღწეული, იქნება გაბათილებული და მომავალში ვერასოდეს ვერავინ ვერ ეღირსება, თუნდაც ერთი მილიმეტრი მიწის დათმობას, მათ შორის დავით გარეჯის მონაკვეთზე,"- განაცხადა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.