23 აპრილი 2024,   16:47
ვრცლად
მას ჰყავს მეგობრები, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში," ასევე "ევროპულ საქართველოში" და მიიღებს გადაწყვეტილებას - გაბაშვილი მერაბიშვილზე 

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი გაბაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას გეგმავს.

გიორგი გაბაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლებულ მერაბიშვილთან სახლში იმყოფებოდა.

"განწყობილია, რომ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში. მანამდე შეხვდეს ყველა თავის მეგობარს, შეხვდეს ოჯახს, ნათესავებს. მას ჰყავს ძალიან ახლო მეგობრები, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში," ასევე "ევროპულ საქართველოში," ასევე ბევრგან სხვაგან და მიიღებს გადაწყვეტილებას," - აღნიშნა  გიორგი გაბაშვილმა.

დღის ამბები