ვანო მერაბიშვილთან პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“. ამის შესახებ მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრმა, ანზორ ბიწაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვისთან გააგრძელებს თანამშრომლობას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, თავად მისი გადასაწყვეტია.
"ჩვენი პარტია არ აპირებს თანამშრომლობას ვანო მერაბიშვილთან. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, ეს მისი გადასაწყვეტია და იმ პოლიტიკური პარტიის, რომელსაც ის შეუერთდება. ჩვენ არანაირი ინფორმაცია და არც მოსაზრება არ გვაქვს, თუ რას აპირებს ის ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.