ვანო მერაბიშვილი დღეს დაგეგმილ ოპოზიციურ შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ის მომდევნო ერთი კვირის გატარებას ოჯახთან ერთად გეგმავს. მერაბიშვილი დღეს ახალციხეში ჩავა და მშობლებს მოინახულებს.
"ხვალ ვაპირებ ჩემს მშობლებთან შეხვედრას," - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამ დრომდე არ აკონკრეტებს, თუ რომელ პარტიასთან გეგმავს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, თუმცა ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება.
დღის ბოლოს ვანო მერაბიშვილი ყოფილმა პირველმა ლედიმ მოინახულა. სანდრა რულოვსის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გეგმები მისთვისაც უცნობია.
"უნდა მივულოცო. ჭკვიანი კაცია, სწორ არჩევანს გააკეთებს და სწორ ნაბიჯებს გადადგამს," - განაცხადა სანდრა რულოვსმა.