03 აპრილი 2020,   14:55
ვრცლად
აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი ქართველ აქტივისტებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი ქართველ აქტივისტებს შეხვდა. კრის სოჩა "სირცხვილია", "გაბედე" და "შეცვალეს" ლიდერებს გაესაუბრა. მან საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური გარემო განიხილა და საქართველოს დემოკრატიული ტრადიციების გაღრმავებაში მსგავსი ჯგუფების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ შეხვედრის განხილვისას მთავარი საკითხები პოლიტიკური პატიმრები და "ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკური დევნა იყო.

"მთავარი საკითხები ამ შეხვედრის განხილვისას იყო პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნა "ქართული ოცნების" მხრიდან. ვისაუბრეთ დაკავების სერიაზე, რომელთა მსხვერპლიც გავხდით სამოქალაქო აქტივისტები ბოლო 8 თვის განმავლობაში. ცხადყო ამ შეხვედრამ ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქვეყანაში პროცესების დემოკრატიული პრინციპების ცვლას და ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში არსებულ საპროტესტო მოძრაობას," - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

დღის ამბები