08 აპრილი 2020,   19:51
ვრცლად
მასშტაბური კიბერშეტევა რუსეთის მხრიდან - ოპოზიცია "ქართული ოცნებას" უმოქმედობაში ადანაშაულებს

რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმა მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ ძალას ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ "ქართული ოცნება" უკვე წლებია არაფერს აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

"რუსეთი ძალიან აქტიურად ცდილობს მსგავსი ტიპის ქმედებებით დაასუსტოს სახელმწიფო და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მზად ხვდება ამას საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები, რაც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არის სრულიად ჩამოშლილი. გახსოვთ, რომ ამ კიბერთავდასხმის დროსაც ავტომატურად ხდებოდა მინიშნებები პოლიტიკურ ოპონენტებზე ნაცვლად იმისა, რომ ნამდვილი მტრის მოძიება მომხდარიყო," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

ევროპული საქართველოს წევრის ოთარ კახიძის თქმით, რუსეთი ყოველ მხრივ ცდილობს საქართველოს სახელმწიფოს დასუსტებას და ამაში კიბერშეტევებსაც იყენებს. კახიძე კიბერთავდაცვის მხრივ აშშ-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

"რუსეთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ დაასუსტოს ჩვენი სახელმწიფო და ძირი გამოუთხაროს ჩვენს სუვერენიტეტს და ამ კუთხით კიბერშეტევებსაც იყენებს. ძალიან კარგია, რომ აშშ არის ჩვენი მოკავშირე ამ კუთხითაც," - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები