08 აპრილი 2020,   18:09
ვრცლად
ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად რათა გავაძლიეროთ ჩვენი კიბერუსაფრთხოების სისტემები - თალაკვაძე

ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, პარლამენტის თავმჯდომარე არ ეთანხმება. არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მოხდება კიბერუსაფრთხოების სისტემების კიდევ უფრო გაძლიერება და ქვეყნის ინტერესების დაცვა:

"ჩვენ მშვიდობიანი გზით საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას. ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი გლობალური კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით და შემთხვევითი არ არის რომ ამას მთელი დასავლეთის გამოხმაურება მოჰყვა მას შემდეგ რაც საგარეო უწყებამ გააკეთა განცხადება. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად რათა გავაძლიეროთ ჩვენი კიბერუსაფრთხოების სისტემები," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები