05 აპრილი 2020,   08:42
ვრცლად
თუ ენმ-ს არ ექნება შემხვედრი პასუხისმგებლობა, იქნებიან თამაშგარე სიტუაციაში - იონათამიშვილი დიალოგის გაგრძელებაზე

აქვს, თუ არა საარჩევნო თემატიკაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს პერსპექტივა? - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები მისაღებია, თუმცა ოპონენტების ქმედებები დესტრუქციული და სახიფათოა, რომელიც პროცესებში საზოგადოების ჩათრევას ისახავს მიზნად. "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მათი შეთავაზება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცნობილია და აზრის შეცვლას არ აპირებენ.

თუკი ჩვენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, სენატიდან, ევროკავშირიდან მოგვიწოდებენ, რომ დავსხდეთ ერთად, უნდა დავსხდეთ, არა იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობები მოვაგვაროთ, არამედ საზოგადოებას არ გადაედოს ეს დაძაბულობა. პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობას კრიზისი ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ საზოგადოების ჩათრევა არის ამოცანა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ემსახურებიან, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

"ნაციონალური მოძრაობის" თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩენას პროგნოზირებს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი:

"სამწუხაროდ "ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები უფრო ულტიმატუმის ენით გველაპარაკებიან, ვიდრე კონსტრუქციულობა გამოიჩინონ, ჩვენთვის მთავარია რომ შედგეს კონსენსუსი, თუ ნაციონალურ მოძრაობას არ ექნება ამისი შემხვედრი პასუხისმგებლობა, მაშინ ისინი იქნებიან თამაშგარე სიტუაციაში," - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები