08 აპრილი 2020,   19:58
ვრცლად
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა "ილიას ზუროსის" გუნდს შვეიცარიის დამარცხება გაუჭირდა.

ძირითადი დრო ფრედ 79-79 დასრულდა, ოვერტაიმში კი ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქემ 96-88 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი 21 ქულა ბექა ბურჯანაძემ დააგროვა, გიორგი შერმადინმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 23 თებერვალს სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

"პირველი ნახევრის მერე ცოტა დაღლილები გამოვედით, ცოტა მოვუშვით - ეს არ შეიძლება. როგორც წინასწარ ვთქვით, უკვე უნდა დავაფასოთ ეს გუნდი და ბოლოში ნახეთ როგორ ჩააგდეს ყველა სამიანი და ამიტომ, არ შეიძლება მოდუნება არც ერთ გუნდთან. უნდა ვნახოთ ეს თამაში, რა თქმა უნდა და უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი გეგმაა, რომ ყველა ის შეცდომა, რაც გვქონდა - გამოვასწოროთ," - განაცხადა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ.

დღის ამბები