05 აპრილი 2020,   07:33
ვრცლად
8 მარტს ოზურგეთის მერია 40 წარმატებულ ქალს საჩუქრად მიქსერს გადასცემს

8 მარტს ოზურგეთის მერია 40 წარმატებულ ქალს საჩუქრად მიქსერს გადასცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 11 460 ლარია და მასში 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიების უზრუნველყოფაც შედის.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მიქსერები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 40 წარმატებულ ქალს გადაეცემა. გადაწყვეტილებას, თუ რატომ შეირჩა ქალებისთვის საჩუქრად მაინცდამაინც მიქსერი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე ასე ხსნის:

"მიქსერის ჩუქება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს არის საოჯახო ნივთი და მისით ისარგებლებს ოჯახში მცხოვრები ყველა ადამიანი. საერთო სარგებლობის ნივთია და არა პირადი მოხმარების საგანი. წარმატებულ ქალებს ჩვენ სხვა საჩუქრებსაც ვუმზადებთ. მოეწყობა ღონისძიება, ფურშეტითა და კონცერტით, გადავცემთ თაიგულებს და მადლობის ბარათებს მათი წარმატებული საქმიანობისთვის".

დღის ამბები