19 აპრილი 2024,   03:04
ვრცლად
რუსები რას იტყოდნენ? კიო ჩვენ გავაკეთეთო? - მამუკა მდინარაძე მასშტაბურ კიბერშეტევასა და რუსეთის პოლიტიკურ ზრახვებზე

კრემლის კიდევ ერთი, მასშტაბური კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ - მამუკა მდინარაძის განცხადებით, განხორციელებული კიბერთავდასხმა რუსეთის მიზანს ადასტურებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა გამოიწვიოს.

მდინარაძის განმარტებით, ამ მიმართულებით პარტნიორებთან თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს და საქართველო კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, სწორედ ამერიკელი და სხვა ევროპელი პარტნიორების დახმარებით უახლოეს პერიოდში გეგმავს.

"რუსები რას იტყოდნენ? კიო ჩვენ გავაკეთეთო? აღიარებითი ჩვენებით წამოვიდოდნენ თუ რას გააკეთებდნენ? ბუნებრივია, რომ მათი ინტერესია, რომ დააზიანონ საქართველო რაც შეიძლება მეტად. ეს ხალხი დღემდე ოკუპაციას ახორციელებს, 20% აქვთ ოკუპირებული და ბუნებრივია მათ აწყობთ, რომ რაც შეიძლება დაზიანებული და სუსტი იყოს საქართველოს სამთავრობო უწყებები, რომელზეც განახორციელეს შეტევა და ზოგიერთი ტელეკომპანიები, რომლებზეც ასევე განახორციელეს შეტევა.

ძალიან სამწუხაროა, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ოპოზიციის მაშინდელი კომენტარები, რომლითაც ამასაც ჩვენ გვაბრალებდნენ, შიგნით გვებრძოდნენ "ნაცები", გარედან გვებრძოდნენ თურმე რუსები, აღმოჩნდა ძალიან კარგად და მარტივად," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები